თუნა კონსალტინგი - საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანია.გთავაზობთ მაღალი კლასის ბიზნეს კონსულტაციებს, საინფორმაციო სისტემების აუთსორსინგს. ჩვენი აქტივია გამოცდილი პროფესიონალების ჯგუფი, რომელთა ცოდნა და ერთობლივი ძალისხმევა ნებისმიერი სირთულის ინფორმაციული პრობლემას გარდაქმნის დასრულებულ პროდუქტად.

კომპანიის ძირითადი მიმართულებაა მონაცემთა შენახვის სისტემები - ბაზები. ინფორმაციის შენახვა, გარდაქმნა, სწრაფი წვდომა და დაცვა. ჩვენი სპეციალისტების მრავალწლიანი გამოცდილება და ბევრ საინტერესო პროექტში მონაწილეობა გვაძლევს გამბედაობას, რომ კლიენტებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება.

თანამედროვე ინფორმაცია დინამიურია და მისი წვდომის სისწრაფე არ განისაზღვრება მხოლოდ იმით, თუ რამდენად მძლავრ მანქანებზე ხდება მისი დამუშავდება.

ჩვენი მიდგომა არის - პროგრამული სისტემების ოპტიმიზაცია და არა სერვერული რესურსების უსასრულოდ ზრდა. ჩვენ გვჯერა, რომ მონაცემთა სისტემების გაუმართაობის ძირითადი მიზეზი არის არა ტექნიკა არამედ არასწორად დაწერილი ან ოპტიმიზირებული პროგრამა ან სქემა...

“თუნა კონსალტინგი” პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მონაცემთა ბაზების დისტანციური მომსახურების სრულ პაკეტს.

რატომ თუნა? კონკრეტული პრობლემისთვის შემოგთავაზებთ გადაწყვეტის ოპტიმალურ გზას. ჩვენთვის ნებისმიერი ინფორმაცია ღირებულია.

© 2014 Tuna. All rights reserved.