დიზაინი

მონაცემთა ბაზების შექმმა პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება. კლასტერული არქიტექტურის იმპლემენტაცია (RAC, Standby Data Guard)

მონაცემთა ბაზების მხარდაჭერა

ჩვენს ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მონაცემთა სისტემების მხარდაჭერა. განსაკუთრებით კი ორაკლის მონაცემთა ბაზა. წარმადობის გაუმჯობესება, ინფორმაციის რეზერვირება და აღდგენა. თითქმის ყველა ვერსიისთვის და ყველა პლატფორმისთვის. მიუხედავათ იმისა თუ რა ტიპის მხარდაჭერა გაქვთ მომწოდებლისგან.

ბაზების რეზერვირება და აღდგენა

ბექაპების დაგეგმვა და მართვა. (database backup solutions) ორაკლი გვთავაზობს შესანიშნავი ინსტრუმენტების კრებულს იმისთვის, რომ ეფექტურად განვახორციელოთ მონაცემთა რეზერვირება და აღდგენა. იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება დამკვეთს, თუნა კონსალტინგი შეარჩევს ოპტიმალურ და მოსახერხებელ ინსტრუმენტს. ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მიდგომის აღმოჩენა ამტკიცებს შემდეგი კლასიფიკაცია:

ბაზის პრობლემები, როცა აუცილებელია ინფორმაციის სრული ან ნაწილობრივი აღდგენა:

  • სერვერის დაზიანება
  • სთორიჯის პრობლემა
  • მონაცემთა ბლოკის დაზიანება
  • მონაცემთა ლექსიკონის დაზიანება
  • მომხმარებლების შეცდომები
  • მონაცემთაფაილების დაზიანება
  • ჟურნალური ფაილის დაზიანება
  • საკონტროლო ფაილის დაზიანება
  • აპგრეიდის პრობლემა
  • დატაცენტრის გამორთვა
  • ჩამოთვლილიდან არა ყველა პრობლემას ჭირდება ბაზის სრული აღდგენა. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია LogMiner ან Flashback recovery გამოყენება. დაზიანებული ბლოკის აღდგენა ადვილად შეიძლება RMAN -ის გამოყენებით. ან დაზიანებული ფაილის აღდგენა შესაძლებელია ისე, რომ დროებით მიუწვდომელი გახდება მხოლოდ დაკავშირებული TABLESPACE.

    იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს საჭიროა 1. ცოდნა, 2. გამოცდილება და 3. გამბედაობა. რათქმაუნდა მე-3 გამომდინარეობს მე-2-დან. დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს პასუხი ვაგოთ ნებისმიერ მონაცემთა ბლოკზე რომელსაც აღვადგენთ.

    ხშირად ბიზნესი ვერ აფასებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მონაცემთა დაცვა. შეიძლება ბაზის ბექაპი მუშაობს სწრაფად მაგრამ აღდგენას დაჭირდეს დიდი დრო. ზოგჯერ მარტივი, თითქმის უფასო ცვლილებებით შესაძლებელია ასეთი სიტუაციების დრამატულად შეცვლა. ჩვენს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა აღდგენის დრო ნაკლები იყო რეზერვაციის დროზე.

    კატასტროფული სიტუაციების მიმართ მდგრადი მონაცემთა სისტემის იმპლემენტაცია და მართვა (disaster recovery). (RAC, Standby Data Guard)

მონაცემთა ბაზის აუდიტი და ოპტიმიზაცია

დაცვა გარე და შიგა შეღწევისგან. მომხმარებელთა შეცდომებისგან. კრიტიკული და არასწორად ინსტალირებული ან დაგეგმილი ბაზების კორექცია. პროგრამების და სკრიპტების აუდიტი და სწრაფქმედების ამაღლება

მონაცემთა მიგრაცია

მონაცემთა ექსპორტი ან/და იმპორტი სხვადასხვა პლათფორმებს და ბაზის სხვადასხვა ვერსიებს შორის. კრიტიკული იფორმაციის მიგრაცია. გამორთვის დროის მინიმიზაცია. ორაკლის მიგრაცია რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. ჩვენი ადმინისტრატორები შეძლებენ ეს პროცესი გახადონ ოპტიმალური და აბსოლუტურად დააკმაყოფილონ თქვენი მოთხოვნები ბაზის წვდომის შეზღუდვაზე მომხმარებლების მხრიდან. მიგრაციის დროს ხშირად აუცილებელია ვერსიის განახლება და რეზერვაციის პოლიტიკის დახვეწა. ასევე ხშირად საჭიროა მონიტორინგის სტრატეგიის შეცვლა. ყველა ამ პროცედურას ჩვენი გუნდი შემოგთავაზებთ დაგეგმვის დროს. ჩვენ ვიცით, თუ რა შეკითხვები უნდა დავსვათ, მანამ სანამ დავიწყებთ მიგრაციას. ყველაზე მთავარი, დავტოვოთ ბაზა მაქსიმალურად დიდი ხნით მიწვდომადი მიგრაციის პროცესის დროს.

ბაზის წარმადობის გაზრდა

უნდა გვახსოვდეს, რომ წარადობის გაზრდა არ არის შემთხვევითი პროცესი. იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ სწრაფქმედება აუცილებელია ვიცოდეთ სად ვეძებოთ პრობლემა. ორაკლი გვაძლევს ეფექტურ ინსტრუმენტებს და სრულფასოვან ინფორმაციას იმისთვის, რომ ვიპოვოთ პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები. უბრალოდ საჭიროა კარგად ვიცოდეთ სად უნდა ვეძებოთ. ხშირად გამოუცდელი ადმინისტრატორები ცდილობენ კონკრეტული პარამეტრების ცვლილებით მოახდინონ ეგზემპლიარის მართვა. ჩვენ ასეთ მეთოდს ვუყურებთ როგორც მკითხაობას :).

ნებისმიერი შიგა პროცესი თუ მომხმარებელთა აქტივობა ორაკლში ლოგირდება და შეინახება შემდეგი ანალიზისთვის. ისეთი სტრუქტურები როგორიც არის STATSPACK და AWR გვაწვდიან სრულფასოვან ინფორმაციას იმისთვის, რომ დავადგინოთ რა ხდება ბაზაში ან რა მოხდა.

თუნა კონსალტინგი გამოიყენებს მხოლოდ იმ ინსტრუმენტებს და მეთოდებს რომლებიც ორაკლის მიერ არის რეკომენდებული. აქ ჩვენი მიზანია თავი ავარიდოთ უშედეგო მკითხაობას და ჩავიხედოთ იქ სადაც შეიძლება მოვძებნოთ რეალური პრობლემა.

“თუნა კონსალტინგის” ინჟინრებს აქვთ სოლიდური გამოცდილება დიდი მონაცემთა ბანკების დაგეგმვასა და შექმნაში

დისტანციური ადმინისტრირება

მონაცემთა ბაზების ადმინისტირების საიმედო და ეკონომიური საშუალება. ჩვენი სპეციალისტები მჭიდროდ ითანამშრომლებენ თქვენს ინჟინრებთან და საფუძვლიანად გაეცნობიან ყველა პრობლემას. მონაცემთა სისტემებს გავუწევთ პროაქტიურ (ინციდენტების წინასწარ გამორიცხვის) მომსახურებას

ETL კონსულტაცია

ეფექტური ETL არქიტექტურა და დიზაინი აუცილებელია ნებისმიერი მონაცემთა ბანკისთვის. ჩვენი ETL კონსულტანტები გაგიწევენ დახმარებას და შემოგთავაზებენ სანდო და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს თანამედროვე ინსტუმენტების და პროგრამების გამოყენებით. მათი საშუალებით ეფექტურად და უმოკლეს დროში განხორციელდება თქვენი მონაცემების შეფასება და “ექსტრაქტი”, რელაციურ ინფორმაციად გარდაქმნა და მრვალგანზომილებიან მონაცემთა ბანკში ჩატვირთვა.

ხშირად ხდება, როცა რეპორტები მზადდება ოპერაციული ბაზის გამოყენებით. ასეთ მიდგომს ადრე თუ გვიან მივყავართ სწრაფქმედების კატასტროფულ გაუარესებამდე. გვინახავს ტრანზაქციული ბაზები, რომლებიც ისეთ ზღვრამდეა მისული რომ კომპანიას მისი გასწორების ნაცვლად ურჩვენია ახალი პროდუქტის დანერგვა. მსგავსი სიტუაციების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ გთავაზობთ მონაცემთა ბანკების შექმნას და ოპერაციული ბაზის რეპორტინგისგან განტვირთვას.

თანამედროვე სისტემები გვაძლევენ საშუალებას ბიზნესის წარმომადგენლებს (მარკეტოლოგებს, გაყიდვების თანამშროლებს) მივცეთ საშუალება თავად მოახდინონ მათთვის საინტერესო რეპორტების მომზადება უმოკლეს ვადებში.

ჩვენი მიზანია - გავუფრთხილდეთ თქვენს ინფორმაციას!
მოგაწოდოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება.


*** გარდა ამისა, ნებისმიერ დროს, ყოველგვარი კონტრაქტის და წინასწარი შეთანხმების გარეშე, შეგვიძლია დაგეხმაროთ და ოპერატიულად შევისწავლოთ თქვენი პრობლემა. გავაკეთოთ აუდიტი და მოგიმზადოთ კონკრეტული ინფორმაციული სისტემის დეტალური ანალიზი. გამოვავლინოთ სუსტი მხარეები. შემოგთავაზოთ პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები.

© 2014 Tuna. All rights reserved.